среда, 26 октября 2011 г.


1.პროექტის  სახელწოდება:     პროცენტი
2.პროექტის  თემა:                       პროცენტის გამოყენება პრაქტიკაში
3.პროექტის აქტუალობა:           პრაქტიკული და გამოთვლითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება        
                                                           ლოგიკური მსჯელობა.უკეთესი ვარიანტის შერჩევა.
4.პროექტის მიზნები:                 გაეცნონ პროცენტის გამოყენების ისტორიას. პროცენტებზ ე
მოქმედებების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში,კერძოდ საბანკო ოპერაციების წარმოებისას. კვლევა–ძიების უნარი. ოპტიმალური გზების გამონახვა და უკეთესი ვარიანტების შერჩევა; პროცენტებზე ცოდნის გაღრმავება.


5.მონაწილეთა ასაკი:            14–15 წელი                          


6.ხანგრძლივობა:               სამი თვე                                            



7.მოსალოდნელი შედეგები:



  
  
 
 მოიპოვებს ინფორმაციას პროცენტებზე,ასრულებს გამოთვლებს პროცენტებზე, გამონახავს ოპტიმალურ გზებს მიზნის მისაღწევად; რამოდენიმე ვარიანტებიდან ირჩევს უკეთესს  საბანკო ოპერაციების წარმოებისას;კარგად ასრულებენ ლარის დოლარზე ,
დოლარის ლარზე გაცვლის ოპერაციებს;გამოითვლიან ერთი წლის განმავლობაში მიღებული
სარგებლის ოდენობას და სარგებლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასარიცხი ანგარიშის ოდენობას. ამასთანავე ითვალისწინებენ მოსალოდნელ საბოლოო შედეგებს.
8.საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კალკულატორი, ციფრული აპარატი, მარკერები, ფურცლები, ტრანსპორტი,კომუნიკაბელურობა.
9.პროექტის მსვლელობა: ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან პირვანდელ ისტორიას პროცენტზე; ეუფლებიან მყარ ცოდნას პროცენტზე; მოსწავლეები ამ ხნის განმავლობაში ხვეწავენ სათანადო უნარებს დაანვითარებენ მას; ამასთანავე იწყებენ  სხვადასხვა ბანკებში ინფორმაციის მოძიებას; ამ პროცესში ჩართულნი არიან ნებისმიერი აკადემიური დონის მოსწავლეები;
მეორე თვის განმავლობაში ხდება ნასწავლის განმტკიცება; ხდება პროცენტებზე მოქმედებების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში, კერძოდ საბანკო ოპერაციების წარმოებისას;პარალელურად ხდება ინფორმაციის მოპოვება ბანკების შესახებ; მიდიან მოსწავლეები უახლოეს ბანკებში, ათვალიერებენ , ხვდებიან ბანკის მენეჯერს; ეცნობიან  თითოეული ბანკის წესდებას.
მესამე თვეს რეგულარულად ეცნობიან ბანკებში მიმდინარე ცვლილებებს;კერძოდ დოლარისა და ლარის კურსის ცვლილებას.ამასთან ითვალისწინებენ , იმ გარემოებას რომ: საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ერთი წლის შემდეგ დოლარის და ლარის გაცვლის კურსზე; ადარებენ, არჩევენ კვლევა–ძიების საფუძველზე მათთვის საჭირო და სასურველ ვარიანტებს ,იღებენ გადაწყვეტილებებს.საბოლოოდ, ირჩევენ ყველაზე სტაბილურ ბანკს ხელშეკრულების დასადებად.
10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტ–ი,გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმძღვანელი:  შორენა  ჭანტურია             
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:chanturia66@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:shchanturia.blogspot.com